კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 15 ნოემბერი, 2026

AITech (aitech.ge) არის უფასო ხელსაწყოების პლატფორმა, ერთი ანგარიშით ყველასთვის. მისი სასწავლო ნაწილია Educando (educando.aitech.ge): ტესტები (educando.aitech.ge/tests) გამოცდებისთვის მოსამზადებლად და ესპანური (educando.aitech.ge/spanish) სიტყვების სასწავლად; ასევე თამაშები (game.aitech.ge) და საგვარეულო ხე (tree.aitech.ge). 2026 წლის ნოემბრამდე პლატფორმა educando.ge-ზე იყო; ძველი მისამართები ახალზე გადამისამართდება. აქ აღწერილია ანგარიში, ტესტებისა და ესპანურის მონაცემები (ორივე ერთნაირად ინახავს პასუხებს) და თამაშები; საგვარეულო ხეში შენახულ ინფორმაციას აღწერს მისი ცალკე გვერდი. კითხვებისა და მოთხოვნებისთვის მოგვწერეთ Facebook-ის გვერდზე: facebook.com/educando.ge.

შინაარსი და პასუხისმგებლობა

  • ტესტები ეფუძნება ოფიციალური გამოცდების საჯაროდ გამოქვეყნებულ მასალებს (მაგ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდები, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ბილეთები). Educando არ არის დაკავშირებული ამ გამოცდების ორგანიზატორებთან და არ არის ოფიციალური წყარო.
  • ესპანური სიტყვების სია და თარგმანები, ასევე „დღის სიტყვის“ სიტყვები შედგენილია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
  • განმარტებებისა და დავალებების ნაწილი შექმნილი ან დამუშავებულია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ვცდილობთ, ყველაფერი გადავამოწმოთ, მაგრამ შინაარსი შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს ან მოძველებულ ინფორმაციას (მაგ. გამოცდის წესები ან ბილეთები შეიძლება შეიცვალა).
  • საიტი გამოიყენეთ საკუთარი პასუხისმგებლობით: ვერ გარანტირებთ შინაარსის სისწორეს ან შედეგს რეალურ გამოცდაზე. გამოცდის ოფიციალური ინფორმაცია გადაამოწმეთ მისი ორგანიზატორის საიტზე.

თუ შეცდომას შენიშნავთ, შეგვატყობინეთ დავალების ქვეშ არსებული ღილაკით „ხარვეზი“.

ანგარიშის გარეშე

ტესტებისა და ვარჯიშის გავლა შესაძლებელია ანგარიშის გარეშეც. ამ შემთხვევაში თქვენს პასუხებსა და შედეგებს არ ვინახავთ: ისინი მხოლოდ ქულის დასათვლელად გამოიყენება და მაშინვე ბრუნდება თქვენთან. თამაშებში („დღის სიტყვა“, „შვიდი ასო“, „ლაშქარი“) სტუმრად თამაშისას თქვენს სიტყვებსა და სვლებს ვამოწმებთ, მაგრამ არ ვინახავთ; ისინი მხოლოდ თქვენს ბრაუზერში რჩება. „ლაშქრის“ თავისუფალი თამაში მთლიანად ბრაუზერში მიმდინარეობს.

რას ვინახავთ, თუ დარეგისტრირდებით

  • ანგარიში: ელფოსტა და პაროლი. პაროლი ინახება დაშიფრული (ჰეშირებული) სახით, ჩვენ მას ვერ ვხედავთ.
  • პასუხები: ყოველი პასუხი ტესტებში, შემთხვევით ტესტებსა და ვარჯიშში, ესპანურის ჩათვლით: რომელ დავალებას უპასუხეთ, რა აირჩიეთ, სწორი იყო თუ არა და როდის.
  • შედეგები: დასრულებული ტესტებისა და შემთხვევითი ტესტების ქულები და თარიღები.
  • შეფასებები: მოწონებები და შეტყობინებები დავალებებში შეცდომის შესახებ, მიზეზისა და კომენტარის ჩათვლით, თუ დაწერეთ.
  • თამაშები: „დღის სიტყვის“ ყოველი თამაში: დღე, თქვენი ცდები, გამოიცანით თუ არა და როდის დაიწყეთ და დაასრულეთ; „შვიდი ასოს“ ყოველი დღე: ნაპოვნი სიტყვები, ქულები, პირველი და ბოლო სიტყვის დრო; „ლაშქრის“ დღის მატჩი: თქვენი სვლები, შედეგი, მოგებული და წაგებული რაუნდები, ქულების სხვაობა, დაწყებისა და დასრულების დრო; „ლაშქრის“ კამპანია: რამდენი მოწინააღმდეგე დაამარცხეთ, მოგებებისა და წაგებების რაოდენობა, მიმდინარე ბრძოლის ჯარი, დასტა და სვლები; და თქვენ მიერ აწყობილი დასტები. ეს არავის ეჩვენება თქვენ გარდა.

პასუხებიდან ითვლება XP, სერია და პროგრესი. ისინი ცალკე არ ინახება. ბრაუზერში ვინახავთ მხოლოდ იმას, რაც საიტის მუშაობისთვის აუცილებელია: შესვლის სესიას, ტესტის დაწყების დროს (ტაიმერისთვის), იმას, დახურეთ თუ არა აპლიკაციის დაყენების შეთავაზება, და თამაშების არჩევანს (მაგალითად, „ლაშქარში“ ჯარს, სირთულეს და ნანახ ინსტრუქციას). ანალიტიკისა და რეკლამის ინსტრუმენტებს არ ვიყენებთ.

რისთვის ვიყენებთ

  • რომ გაჩვენოთ თქვენი შედეგები, შეცდომები, XP და სერია და შეგირჩიოთ დავალებები ვარჯიშისთვის.
  • რეიტინგისთვის (იხ. ქვემოთ).
  • ზოგადი სტატისტიკისთვის, თუ რამდენი პასუხობს დავალებას სწორად (იხ. ქვემოთ).
  • რომ გავასწოროთ დავალებები, რომლებშიც შეცდომა შეგვატყობინეთ.

მონაცემებს არ ვყიდით, არ ვაზიარებთ რეკლამისთვის და არ ვიყენებთ სხვა მიზნით.

ვინ ხედავს თქვენს მონაცემებს

  • თქვენს პასუხებს, შედეგებსა და შეცდომებს ხედავთ მხოლოდ თქვენ.
  • რეიტინგი: თუ XP-ით ან სერიით პირველ ათეულში მოხვდებით, სხვა მომხმარებლები დაინახავენ თქვენი ელფოსტის პირველ სამ სიმბოლოს და დომენს (მაგ. ira***@gmail.com), თქვენს XP-სა და სერიას. სრულ ელფოსტას არავინ ხედავს.
  • თამაშების რეიტინგი: თუ „დღის სიტყვას“ გამოიცნობთ და პირველ ოცეულში მოხვდებით, სხვები დაინახავენ იმავე შენიღბულ ელფოსტას, ცდების რაოდენობასა და დროს, გამოცნობილი დღეებისა და სერიის რაოდენობას; „შვიდ ასოში“ ქულებსა და დროს; „ლაშქარში“ მოგებულ რაუნდებს, ქულების სხვაობას, დროს, მოგებებისა და სერიის რაოდენობას. თქვენს სიტყვებსა და სვლებს ვერავინ ხედავს.
  • მოწონებებიდან სხვები ხედავენ მხოლოდ რაოდენობას, არა იმას, ვინ მოიწონა.
  • სტატისტიკა: სოციალურ ქსელებში შეიძლება გამოვაქვეყნოთ, რამდენმა პროცენტმა უპასუხა დავალებას სწორად (მაგ. „სწორად პასუხობს 23%“). ეს ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა დავალებას სულ მცირე 30 ადამიანმა უპასუხა, და არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას ცალკეულ მომხმარებელზე.
  • შეტყობინებებს შეცდომების შესახებ ხედავს მხოლოდ საიტის ადმინისტრატორი.

სად ინახება

მონაცემები ინახება მონაცემთა ბაზისა და ჰოსტინგის მომსახურების პროვაიდერებთან, რომლებიც ასევე უზრუნველყოფენ ავტორიზაციას და დავალებების სურათებისა და აუდიოჩანაწერების განთავსებას. მათი სერვერები შეიძლება მდებარეობდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ისინი მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ ჩვენი დავალებით, საიტის მუშაობისთვის.

რამდენ ხანს ვინახავთ

სანამ ანგარიში არსებობს. ანგარიშის წაშლისას იშლება ყველა მასთან დაკავშირებული მონაცემი ყველა ხელსაწყოში: პასუხები, შედეგები, მოწონებები, შეტყობინებები, თამაშები და საგვარეულო ხე.

თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ასლი, მათი გასწორება ან ანგარიშისა და ყველა მონაცემის წაშლა. მოგვწერეთ Facebook-ის გვერდზე (facebook.com/educando.ge) და მიუთითეთ ელფოსტა, რომლითაც დარეგისტრირდით: ვინაობის დასადასტურებლად ამ მისამართზე მოგწერთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

ცვლილებები

თუ პოლიტიკას შევცვლით, ამ გვერდზე განახლდება თარიღი. მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ საიტზე გაგაფრთხილებთ.

← ყველა ხელსაწყო

კონფიდენციალურობის პოლიტიკა · AITech